სამართალი
საქართველო, 22 მარტი, საქინფორმი. დღეს საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ექს-მინისტრისა და მასთან ერთად ბრალდებული პირების საქმის არსებითი განხილვა განახლდება.
ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები – ზურამ შამათავა, გაგა მკურნალიძე, გიგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი ბრალდებული არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, წამების ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
არცერთი ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს.