პოლიტიკა
პრეზიდენტი მზადაა, უმრავლესობას დისკომფორტი მოუხსნას

1saakaS-ppolit3საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რომელიც მან გუშინ საღამოს სპეციალურ სატელევიზიო მიმართვაში გააკეთა, იგი მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილებას არ გამოიყენებს და მთავრობას თავად ხალხი, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული პროცედურებით გაუშვებს.

„ასეთი საკითხები არ წყდება პრეზიდენტის ხელმოწერით ან ერთპიროვნული გადაწყვეტილებით. მთავრობას გაუშვებს ქართველი ხალხი, დემოკრატიულ ქვეყნებში მიღებული პროცედურებით. ამ საკითხის დაყენება იყო წარმოსახვითი საფრთხეების შექმნა. მესმის კარგად, რომ თუკი უმრავლესობას აქვს დისკომფორტი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს უფლებამოსილება არსებობს, ჩვენ მზად ვართ, ეს დისკომფორტი მოვუხსნათ“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.