სამართალი
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. როგორც ევროკომისიის ანგარიშშია ნათქვამი, ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტმა არაერთი დარღვევით მიიღო.
ამ პროცესში არაერთი დარღვევა გამოვლინდა, კერძოდ: პარლამენტმა პროცესში არ ჩართო სასამართლო ხელისუფლება, რომელსაც, წესით, ობიექტური კრიტერიუმებისა და საერთაშორისო ნორმების შესაბამისად უნდა განესაზღვრა, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები პოლიტპატიმრები. ამასთან, ამნისტიის შესახებ კანონს არ გაუვლია წინასწარი კონსულტაცია ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიასთან, მიუხედავად იმისა, რომ იყო მოთხოვნილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის აზრი.
ვენეციის კომისიის აზრით, ამნისტიის შესახებ კანონი არღვევს კანონის უზენაესობის რამდენიმე ფუნდამენტურ პრინციპს, კერძოდ, კანონიერებას (გამჭვირვალობის ჩათვლით), კანონის პირადი შეხედულებით გამოყენების აკრძალვას, დისკრიმინაციის დაუშვებლობასა და კანონის წინაშე თანასწორობას“, – აღნიშნულია 2012 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ.