აქტუალური
დღესვე ბიძინა ივანიშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისში მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა პრემიერს არსებული პრობლემები გააცნეს. მათი თქმით, სოფელს არ აქვს ბუნებრივი აირი და შესაკეთებელია სოფლის გზა, არ არის ნორმალური სკოლა.
თამარისში პრემიერთან ერთად მყოფებოდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილიც, რომელიც თამარისში სკოლის მშენებლობასთან დაკავშირებით სამინისტროს წარმომადგენლებს ხვალვე გააგზავნის.
სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით კირვალიძესთან ერთად პრემიერი სოფელში მიმდინარე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო.
აქვე ივანიშვილი დღევანდელ საპარლამენტო კენჭისყრასაც შეეხო და აღნიშნა: „თავის პარტიას, თავის სახეს აჩვენებენ ისინი მხოლოდ. არავის არ მოუთხოვია მათთვის ხმები. ისინი ამ ქვეყნის შვილები არიან და მოიქცნენ ისე, როგორც თვლიან, და არ სჭირდება ამას ზედმეტი გარეკლამება. ამისაც კი მერიდება მე, რომ სახნავს ვუყურებ და კამერებს“.