საზოგადოება
განათლების სამინისტრო პროფსასწავლებლებს ხურავს

ganatlebis-saminსაქინფორმისთვის ცნობილი გახდა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის პროფესიულ სასწავლებელში საპროტესტო აქცია გაიმართა.

სასწავლებლის პედკოლექტივი და მოსწავლეები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებულებას აპროტესტებდნენ, რომლის თანახმადაც კაზრეთის პროფსასწავლებელი 14 ოქტომბრიდან გაუქმდა.


აქციის მონაწილეთა განცხადებით, კაზრეთის პროფსასწავლებლის გაუქმების მიზეზად განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კონტინგენტის სიმცირე დაასახელა და ამის შესახებ პროფსასწავლებლის ხელმძღვანელობას 14 ოქტომბერს წერილობით აცნობა.

შაშკინის უწყების გადაწყვეტილებით, კაზრეთის პროფსასწავლებლის 30-კაციანი კოლექტივი სამსახურის, 150 მოსწავლე კი სასწავლებლის გარეშე დარჩა.

პროფსასწავლებლის პედკოლექტივის განცხადებით, სასწავლებელში ყველანაირი პირობაა იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა პროფესიული განათლება მიიღონ. სწორედ კაზრეთის პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულებითაა დაკომპლექტებული „მადნეულისა“ და „კვარციტის“ საწარმოები.