საზოგადოება
უვიზო რეჟიმი ევროპაში სტუდენტების, ჟურნალისტებისა და კულტურის მოღვაწეებისათვის

europarliament_001როგორც საქინფორმისთვის გახდა ცნობილი, მალე ევროპარლამენტის წევრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზის მიღების პროცედურის გამარტივებაზე იმსჯელებენ. ცნობილია, რომ ევროპარლამენტის წევრები ამ ინიციატივას უკვე მხარს უჭერენ. ამ ცვლილებების საბოლოო კენჭისყრა კი ნოემბერში დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე შედგება.

ცვლილებების თანახმად,  კონკრეტულ პიროვნებაზე ევროკავშირის ვიზის გაცემის ან არგაცემის საკითხი 10 დღეში გადაწყდება, მისი ღირებულება კი 35 ევრო იქნება. სტუდენტებს, ჟურნალისტებსა და კულტურული ღონისძიებების მონაწილეებს კი ვიზა საერთოდ არ დასჭირდებათ.