საზოგადოება
დღეს, შუადღისას, დევნილთა სამინისტროსთან გამართულ აქციაზე, რომელიც დევნილებისთვის ფართის გამოყოფის მოთხოვნით მიმდინარეობდა, ქალბატონმა ნანა ფიფიამ ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.
დაზარალებული დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. თვითმხილველებისა და სასწრაფო დახმარების ექიმების განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.