პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „ჩემი არ არის ფოთი, რომ ჩავაბარო!“

1regmed-pol-1-mtსაქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის შეხვედრისას რეგიონულ მედიასთან „TS PRESS“-ის წარმომადგენელმა ელისო ჯანაშია ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან დაკავშირებით შეკითხვაში აღნიშნა, რომ ბესელიას შეუზღუდავი ძალაუფლება აქვს და ფოთში მაღალ თანამდებობებზე, მათ შორის, პოლიციის უფროსად, პროკურორად, ქალაქის მერად, პირები მისი რეკომენდაციით ინიშნებიან. ჟურნალისტის თქმით, ბესელია აცხადებს, რომ ფოთი ივანიშვილმა პირადად მას ჩააბარა. თუ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, სადაც ბესელია ამბობს, რომ მე მას ფოთი ჩავაბარე, იგი გუნდიდან გაირიცხება. ჩემი არ არის ფოთი, რომ ჩავაბარო. როგორ ვიკადრებ ამას, რომ ეს ვთქვა? ჩემი პიჯაკი შეიძლება ჩავაბარო ვინმეს, მაგრამ ფოთი მე არ მეკუთვნის. როგორ ვიკადრებ? თუ თქვენ გაქვთ ფაქტი, რომ ბესელია აცხადებს, რომ ივანიშვილმა მას ფოთი ჩააბარა, გარწმუნებთ, რომ ის გუნდიდად გაირიცხება ამ ფრაზისთვის. როგორ შეიძლება ეს? ეს ამაზრზენია, როგორ შეიძლება, მე თავს უფლება მივცე, ბესელიას ეს ვუთხრა და მან ეს თქვას. ეს წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ივანიშვილმა და მედიას მოუწოდა, მსგავსი ბრალდებების გამოთქმისას მეტად კორექტულები იყვნენ და ფაქტების არარსებობის შემთხვევაში, კრიტიკისგან თავი შეიკავონ.

ელისო ჯანაშიას განცხადებაზე კომენტარი გააკეთა ეკა ბესელიამ და აღნიშნა, რომ ჯანაშიას განაწყენება ძმის დასაქმებაზე მისგან უარის თქმით უნდა იყოს გამოწვეული.

„ძალიან ვწუხვარ, რომ ჟურნალისტიკა ზოგს ჭორაობა ჰგონია და ძალიან შორს არის პროფესიული და ეთიკური სტანდარტებისგან. იყო შემთხვევები, როდესაც ქალბატონი ელისო ჯანაშიას ძმა იყო ჩემთან მოსული და ითხოვა, თუ არ ვცდები, დაცვის სამსახურის უფროსად დანიშვნა. მე მას ვუთხარი, რომ ეს არ არის ჩემი კომპეტენცია, ამას წყვეტს შსს მინისტრი და ასეთ საკადრო საკითხებში მე არ ვერევი... მე ამას ვაბრალებ რაღაც პირად მოტივაციას, თუმცა, ძალიან მიკვირს, რადგან ბოლოს ერთი თუ ორი საათი ვისაუბრეთ ქალაქის საჭირბოროტო საკითხებზე და აღფრთოვანებული დარჩა იმ იდეებით და პროგრამით, რომელიც მქონდა ქალაქთან დაკავშირებით“, – განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან კომენტირებისას.

1regmed-pol-1-1 1regmed-pol-1-2
1regmed-pol-1-3 1regmed-pol-1-4