სამართალი
საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ამ წუთებში საქინფორმში შემოსული ინფორმაციის თანახმად, გეგუთის კოლონიის (დაწესებულების) პატიმრებმა – პაატა ზუბიაშვილმა, ტარიელ დავთაძემ, სოსო ხაბულიანმა, ზურა ახვლედიანმა, ნიკა აფციაურმა, ნიკა ხვადაგიანმა – შიმშილობის აქცია დაიწყეს.
წყაროს ცნობით, მსჯავრდებულები კოლონიაში შექმნილ არაადამიანურ პირობებს აპროტესტებენ. მათი განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაფერი შცვლილა: „არც საჭმელი, არც წამალი, არც ძილი და ისევ ის, რაც იყო...“
ამ წუთებში მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება.