აქტუალური
დიმიტროვი: „საქართველოში გენდერული თანასწორობა დაცულია“

1dimit-aqqttuu2საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. პროგრამის – „ქალები ერთიანდებიან კონფლიქტებს მიღმა“ – ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაცია ორდღიან კონფერენციას მართავს. კონფერენციის მთავარი თემა კონფლიქტების დარეგულირების საკითხში ქალთა როლის გაძლიერებაა. კონფერენციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი  გუგული მაღრაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, საქართველოს, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და პაკისტანის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც გუგული მაღრაძემ განაცხადა, ქალებს კონფლიქტების პრევენციაში კონფლიქტების არაძალისმიერად გადაწყვეტის უფრო მეტი მოტივაცია და უნარი აქვთ.

ფილიპ დიმიტროვის განცხადებით, საქართველო  გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა.

„პირველ რიგში, ასეთი პროექტების არსებობა მისასალმებელია. მეორეც, საკითხები, როგორიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, გენდერული თანასწორობა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ პროექტის დაფინანსებით შეიკრიბა ხალხი კავკასიიდან ცენტრალური აზიიდან, ავღანეთიდან და პაკისტანიდანაც კი, რათა ქალები კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ სიტუაციაში დაიცვან. კარგია, რომ ეს კონფერენცია საქართველოში იმართება, რადგან აქ გენდერული თანასწორობა დაცულია. საქართველო, ასევე, წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან ქვეყანას, რომელიც გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის პირობებს აუმჯობესებს“, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.

ცნობისათვის: გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროგრამა ცხრა სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება, მათ შორისაა საქართველო.