უცხოეთი
პუტინმა ბაიკერი ქირურგი დააჯილდოვა

1ucxoet3საქართველო, 13 მარტი, საქინფორმი. რუსული მოტოკლუბი „ღამის მგლების“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ზალდოსტანოვი, რომელიც ქირურგის სახელითაა ცნობილი, საპატიო ორდენით დაჯილდოვდა.

შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზეა განთავსებული. ზალდოსტანოვს ეს ჯილდო „ახალგაზრდობის პატრიოტული აღზრდისა და მამულის დაღუპულ დამცველთა ხსოვნის უკვდავყოფისთვის მიენიჭა“, – ნათქვამია ბრაძანებულებაში.

ზალდოსტანოვი რუსეთში ერთ-ერთი უძველესი ბაიკერული კლუბი „ღამის მგლების“ დამფუძნებელი და ლიდერია. რფ-ის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არაერთხელ შეხვედრია ამ კლუბის წევრ ბაიკერებს და მათთან ერთად მოტოციკლეტითაც უმგზავრია.