უცხოეთი
პუტინს 100 000 ხელმოწერა გადასცეს აზიის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმისათვის

Vladimir-Putin-ucxსაქართველო, 8 მარტი, საქინფორმი. დაურეგისტრირებელი პოლიტიკური პარტია „ნოვაია სილას“ წარმომადგენლებმა რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციას 100 000 ხელმოწერა გადასცეს, რომლითაც მხარდაჭერილია სავიზო რეჟიმის შემოღება ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებისთვის.

პეტიციაზე ოფიციალური პასუხი 30 დღის განმავლობაში გამოქვეყნდება.

ხელმოწერების შეგროვების კამპანია 2013 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო.

„ეფ-ეს-ბე“-ს მონაცემებით, ამჟამად რუსეთში 3.3 მლნ არალეგალი მიგრანტია, კანონდამრღვევთა უმეტესობა უზბეკეთის, უკრაინისა და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან.