სამართალი
საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული მაკედონიის რესპუბლიკის მოქალაქე ივან ს. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მაკედონიის მოქალაქის დაკავება ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიაზე ცხელ კვალზე მოხდა. პირადი ჩხრეკისას მას დიდი ოდენობით 150,05 გრ გამომშრალი „მარიხუანა“ აღმოაჩნდა. ნარკოტიკული საშუალება დაკავებულმა საქართველოში მაკედონიიდან სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა.
ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) მიმდინარეობს, რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.