პოლიტიკა
სააკაშვილის ვიზიტი საბერძნეთში

prezident-ppolitika1საქართველო, 7 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი ორდღიანი ვიზიტით საბერძნეთში იმყოფება. მიხეილ სააკაშვილი ვიზიტის ფარგლებში ევროპის სახალხო პარტიის მმართველი ჯგუფისა და ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელთა შეხვედრას დაესწრება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.

სააკაშვილი გუშინ საბერძნეთის დელეგაციის სახელით გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო, სადაც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ანტონის სამარასს შეხვდა. ოფიციალური სადილი ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის ხელმძღვანელებისა და ეროვნული დელეგაციების ხელმძღვანელების შეხვედრის მონაწილეთა პატივსაცემად გაიმართა.

პრეზიდენტის ადმინისტრციის ინფორმაციით, დაგეგმილია ქვეყნის პირველი პირის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში AEI მსოფლიო ფორუმზე. მიხეილ სააკაშვილი კონფერენციის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას და ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.