აქტუალური
საქართველო, 6 მარტი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაცვის რამდენიმე წევრი „დედის გინებით გამოუშვა“. ამის შესახებ ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ გუშინდელ ინტერვიუში განაცხადა.
ივანიშვილის განცხადებით, დაცვასთან დაკავშირებით მას საუბარი ჰქონდა სააკაშვილთანაც, რომელსაც შესთავაზა, რომ დაუყოვნებლივ გასცემდა ბრძანებას, პრეზიდენტის უსაფრთხოება 350-ის ნაცვლად 960 კაცს უზრუნველეყო, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაციას მედიას მიაწოდებდა.
„სირცხვილი არა გაქვს-მეთქი, რომ ასეთ სახელმწიფოში ამდენი უმუშევარია, ამდენი დამშეული ხალხია და შენ 960 კაცი დაგიცავს-მეთქი? კარგი, 3500 გიცავდა, გასაგებია, მაგრამ მოდი-მეთქი ნორმაში“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.