საზოგადოება
თავდაცვისა და განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი საქართველოში ამერიკიდან გამთენიისას ოჯახთან ერთად დაბრუნდა.
მისივე განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ის მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ დიმიტრი შაშკინმა საქართველო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრების მიზეზად პოლიტიკურ და პირად მოტივებს ასახელებდა.
მას თავდაცვის მინისტრის პოსტი სულ რამდენიმე თვე ეკავა, მანამდე კი სასჯელაღსრულებისა და განათლების სამინისტროებს ხელმძღვანელობდა. ახალ ხელისუფლებას სამივე პოზიციაზე მის მუშაობასთან დაკავშირებით აქვს კითხვები. მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 113-მილიონიან დეფიციტსა და გაცემულ პრემიებზე.