აქტუალური
ამასთან, ივანიშვილმა რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც, მოსკოვში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისთვის ემზადებიან და ამის გამო ქართული დროშებიც კი შეიძინეს, აღნიშნა, რომ ცნობა იმის შესახებ, თითქოს იგი უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტს ან პრემიერს შეხვდება, სიმართლეს არ შეესაბამება.
„არავითარ იატაკქვეშა თამაშებს არ ვიკადრებთ. რაც გვაქვს ინფორმაცია, ყველაფერს ვაცნობთ საზოგადოებას, მაგრამ თვითონ იმას, რაც ეწერა გაზეთში, ღიმილით შევხვდი და სიამოვნებითაც. თუ რუსეთში ეს განცდა რჩება და პროცესების გარდატეხა მოხდა, ძალიან კარგია. რაც შეეხება შეხვედრას, მე მგონი, რომ ეს ყველაფერი ჯერ ნაადრევია“, – განაცხადა მან.