საქართველო, 4 მარტი, საქინფორმი. საკვირაო წირვის დასრულებისას მრევლს ქადაგებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ და მშობლების დალოცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
უწმიდესმა მშობლების დალოცვის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
„სანამ ცოცხალია თქვენი მშობლები, მიაგეთ პატივი, თაყვანი ეცით ყოველდღე, ემთხვიეთ ხელზე და სთხოვეთ დალოცვა და თქვენ ღვთისგან დალოცვილი იქნებით. ვისაც მშობელი გარდაცვლილი ჰყავს, უნდა გქონდეთ მათი სურათები, დრო და დრო გაუკეთოთ საკურთხი, ელაპარაკოთ როგორც ცოცხლებს და ისინი თქვენს საუბარს შეისმენენ“, – ბრძალა უწმიდესმა და ისურვა, ღვთისა და მშობელთა ლოცვა-კურთხევა იყოს თითოეულ ადამიანსა და საქართველოზე. პატრიარქმა უფალს შესთხოვა მთელი საქართველოს დაბრუნება უფალთან, „ქართველი ერი იყოს მისი სამწყსო და უფალი მწყემსი ჩვენი“.
გუშინვე სამების საპატრიარქო ტაძარში ჩვილთა 26-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართა. კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 354 ბავშვი გახდა. ილია მეორემ ქადაგებაში აღნიშნა, რომ მის ნათლულებს სიკეთისა და მიტევების უნარი უნდა ჰქონდეთ. ქადაგებაში უწმიდესმა გუშინ დაფუძნებულ დემოგრაფიული აღორძინების ფონდზეც ისაუბრა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ დემოგრაფიის კუთხით ქვეყანაში არასახარბიელო ვითარებაა.
ჩვილთა საყოველთაო 26-ე ნათლობის მომდევნო ეტაპი რამდენიმე დღეში გაიმართება. ამ დროისთვის კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული უკვე 14 269 ბავშვია.
![]() |
![]() |