აქტუალური
უსუფაშვილის ვარაუდით, ეს ცხელ გულზე გაკეთებული განცხადებაა და სააკაშვილი დაცული იქნება, რადგან ეს სახელმწიფოებრივი ამოცანაა, ხოლო თუ იგი დაუცველი ივლის, „ამას ცოტა სხვა რამე დაერქმევა“.
„პრეზიდენტები აღარ ეკუთვნიან საკუთარ თავს და დაცვა არის აუცილებელი. ამიტომ ამ ტიპის განცხადებები არის სუპერუპასუხისმგებლობა. ვფიქრობ, ეს ცხელ გულზე ნათქვამია და ის დაცული იქნება, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა“, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მანჯგალაძის მიერ გაკეთებული განცხადების პასუხად იმის თაობაზე, რომ დაცვით სარგებლობის სანაცვლოდ პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებებზე დათანხმებას სთხოვდნენ, უსუფაშვილმა განმარტა, რომ მოლაპარაკებების დროს დაცვის საკითხი საკონსტიტუციო თემატიკასთან გადაბმული არ ყოფილა და ის მიბმული იყო ახალი ელჩების დანიშვნა-გამოწვევაზე.