სამართალი
საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. ბუტა რობაქიძის საქმეში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის ბრალდებით მაიზერ ლიპარტელიანი და ლევან ლობჟანიძე გვიან ღამით დააკავეს და მოდულის შენობაში გადაიყვანეს.
ცნობისათვის: მოწმეებმა ჩვენებები ბუტა რობაქიძის საქმეზე ფირცხალავას მიერ ახალი ვიდეომასალის გავრცელების შემდეგ შეცვალეს. პატრულის ყოფილი თანამშრომლები კადრების გავრცელებამდე ჩვენებაში იარაღის არსებობას უარყოფდნენ.
დაკავებულ პოლიციელებს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.