აქტუალური
საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი ლადო ვარძელაშვილი ნუცუბიძის ქ.№ 26-ში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით თბილისის პოლიციის სამმართველოში დაკითხვის შემდეგ დააკავეს.
ამ წუთებში თბილისის მთავარ სამმართველოში იმყოფება ლადო ვარძელაშვილის ადვოკატი გოგიტა გაბაიძეც.
როგორც საქინფორმი უკვე იუწყებოდა, წუხელ თბილისში, ნუცუბიძის №26 ნომერში, მკვლელობა მოხდა. მოკლულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 45 წლის დევი სირაძე, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, სირაძე შემთხვევით გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. მკვლელობა, დაახლოებით, ღამის 2 საათზე მოხდა. მკვლელობის მიზეზები და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. მომხდარს კრიმინალური პოლიცია იძიებს.