სამართალი
საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. რფ-ის საგამოძიებო კომიტეტი რუსეთში მასობრივი არეულობების ორგანიზებაში ბრალდებულ გივი თარგამაძეს ურჩევს, მგზავრობისთვის ისეთი ქვეყნები შეარჩიოს, რომლებიც ინტერპოლის წევრები არ არიან.
მარკინი დარწმუნებულია, რომ თარგამაძეს დააკავებენ და რუსეთს გადასცემენ, თუკი იგი ინტერპოლის რომელიმე წევრ-ქვეყანაში აღმოჩნდება. ასეთი კი 189 ქვეყანაა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრ გივი თარგამაძეს, რომელსაც რუსეთში მასობრივი არეულობის ორგანიზება ედება ბრალად, მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გუშინ, 21 თებერვალს, დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო გადაწყვეტლებაში აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსი აქტიურად უწევს ოპოზიციას კონსულტაციებს სხვადასხვა ქვეყანაში და თუ ის თავისუფლებაზე დარჩება, შესაძლოა, რუსეთში არეულობების მოწყობის განზრახვა ბოლომდე მიიყვანოს.