საქართველო, 20 თებერვალი, საქინფორმი. ინდური ტრანსნაციონალური კომპანია „ტატა ჯგუფი“ საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას იწყებს.
შეხვედრაზე საუბარი ქართულ მხარესა და კომპანიას შორის თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხო. „ტატა ჯგუფი“ დაინტერესებულია საინვესტიციო პროექტების განხორციელებით რამდენიმე სფეროში: ენერგეტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები.
ჯგუფის წარმომადგენლებს პრემიერიც შეხვდა.
ცნობისათვის: „ტატა ჯგუფი“ მსოფლიოს 50 წამყვან კორპორაციათა სიაში შედის, მას მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აქვს წარმომადგენლობა. იგი მოიცავს 114 კომპანიას, რომლებიც ბიზნესის 8 სექტორის მიმართულებით მუშაობენ, კერძოდ: ქიმიური და მძიმე მრეწველობა, მანქანათმშენებლობა, ენერგეტიკა, კომუნიკაცია და საინფორმაციო ტექნოლოგიები, სავაჭრო სფერო, სასტუმროების ქსელი, სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა.
![]() |
![]() |