აქტუალური
კბილაშვილი: „გარკვეული ფაქტები გამოძიების შედეგად არ დასტურდება“

1-kbilaS-aqtuaa2საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. კონფერენციაზე – „100 დღე ხელისუფლებაში კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები – რამდენიმე საათის განმავლობაში ხელისუფლების წარმომადგენლები სამოქალაქო სექტორის მხრიდან ახალი ხელისუფლების  ასდღიანი მმართველობის კრიტიკულ შეფასებას ისმენდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მთავრობის 100-დღიანი მუშაობის სამართლებრივი მხარე შეაფასეს. მრავალ საკითხს შორის საიას თავმჯდომარე კახა ოჟორიძემ ყურადღება გაამახვილა ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტებზე, რომელთაც უარყოფითი შეფასება მოჰყვა. მისი განმარტებით, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ რამდენად სამართლიანად მოხდა ეს. ამის დასადგენად დეტალური გამოძიებაა საჭირო. თუმცა, თენგიზ გუნავას შემთხვევაში, ბრალდების პოზიცია არადამაჯერებელი იყო და ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა.

კონფერენციაზე მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი თავის სიტყვაში შეეხო თენგიზ გუნავას საქმესაც და აღნიშნა: „გამოძიება დასრულებულია, ფაქტები დადგენილი გვაქვს. სამართლებრივი შეფასების ნაწილი დაგვრჩა და ძალიან მალე გვინდა, გამოვიტანოთ საზოგადოებისათვის. მე გარკვეულ ნაწილში წინმსწრებად ვთქვი, რომ გარკვეული ფაქტები ნარკოტიკთან და იარაღთან დაკავშირებით გამოძიების შედეგად არ დასტურდება და აქვს აცდენა“.