პოლიტიკა
საქართველო, 19 თებერვალი, საქინფორმი. ევროკავშირის საბჭო „აღმოსავლეთპარტნიორობის“ შესახებ 18 თებერვალს ბრიუსელში მიღებულ დასკვნას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ საბჭო მოუთმენლად ელოდებოდა 2013 წელს საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში არჩევნების გამართვას.
„საქართველოსთან სავიზო დიალოგი სწრაფად პროგრესირდება და, შესაბამისად, სამიტის ჩატარების დროისთვის, ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელება დაწყებული უნდა იყოს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ „აღმოსავლეთპარტნიორობის“ სამიტი მიმდინარე წლის ნოემბერში ვილნიუსში გაიმართება.