საზოგადოება
საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. 11-15 თებერვალს საქართველოში ვიზიტად მყოფმა უკრაინელ ბიზნესმენთა ჯგუფმა ქართველ კოლეგებთან ერთად ქართულ-უკრაინული ბიზნესსაბჭო დააფუძნეს.
უკრაინელმა ბიზნესმენებმა ხაზი გაუსვეს მათ სურვილს, რომ ამ და სხვა პროექტებში ინვესტიციების ჩადებით და ბიზნესსაბჭოს მიერ წარმოდგენილი ახალი პროექტებით საქართველო-უკრაინას შორის ეკონომიკური ურთიერთობი კიდევ უფრო გაფართოვდეს და გაღრმავდეს.
როგორც „სტაროკიევსკი“ ბანკის ხელმძღვანელმა იური იორემნკომ განაცხადა, მათი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი ქართულ-უკრაინული ბიზნესსაკონსულოს დაარსებაა, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს უკრაინიდან საქართველოში ინვესტიციების შემოსვლას, ასევე, ქართველ ბიზნესმენებს, უკრაინაში წარმატებით განახორცილონ თავიანთი პროექტები.