რელიგია
პატრიარქმა შს სამინისტროს დაცვის პოლიციის თანამშრომელთა სურვილით შექმნილი ილორის წმინდა გიორგის ხატის ასლი აკურთხა, რომელიც სამების საკათედრო ტაძრის საკურთხეველში ერთი ღამის განმავლობაში იყო დაბრძანებული. საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ პატრიარქის მიერ ნაკურთხი ხატი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში გადააბრძანეს.
„დღეს ჩვენ ვლოცავთ ჩვენს ჯარს, დღეს ჩვენ ვლოცავთ ჩვენს დაცვის პოლიციას, რომელნიც აქ ბრძანდებიან, და ღმერთმა ინებოს, რომ არასდროს არ დაგვჭირდეს, არ დასჭირდეს საქართველოს არც ჯარის გამოყენება და არც პოლიციის“, – ბრძანა პატრიარქმა.