აქტუალური
საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე დაიწყო შუალედური საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება. პოლიტიკურ სუბიექტებს დარეგისტრირებება დღეიდან, 18 თებერვლიდან, 1 მარტის ჩათვლით შეეძლებათ.
კენჭისყრა საქართველოს სამ ოლქში – სამტრედიაში, ბაღდათსა და ნაძალადევში ჩატარდება.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: პარლამენტში უმრავლესობის სამი დეპუტატის მანდატი თავისუფალია კახი კალაძისა და თეა წულუკიანის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადანაცვლების, ხოლო არჩილ კბილაშვილის მთავარ პროკურორად დანიშვნის შემდეგ.