სამართალი
საქართველო, 18 თებერვალი, საქინფორმი. რუსუდან შარაძისა და მისი ადვოკატის განცხადებით, გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში გამოიკვეთა დამატებითი გარემოებები და არსებობს ახალი ჩვენებები. რუსუდან შარაძის აზრით, მთავარი პროკურატურა ამ ჩვენებებს ჯეროვან ყურადღებას არ აქცევს.
შარაძის ოჯახი სასამართლოს მაშინდელ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მკვლელობის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. საქმის ხელახლა გამოძიებას მოითხოვს ბარათელიც.
რუსუდან შარაძე გურამ შარაძის მკვლელობის საქმეში არსებულ სიახლეებზე დღეს „ადვოკატთა ასოციაციის“ ოფისში პრესკონფერენციას გამართავს.
პრესკონფერენციას, ასოციაციის თავმჯდომარესთან ერთად, გურამ შარაძის ოჯახის ადვოკატები ირაკლი გაბრიჭიძე, გელა ნიკოლაიშვილი და გიორგი ბარათელის ადვოკატი მამუკა ნოზაძეც დაესწრებიან.