საქართველო, 15 თებერვალი, საქინფორმი. „ლიკა ყაზბეგის სამოდელო სააგენტოს“ ხელმძღვანელმა ლიკა ყაზბეგმა ვალენტინობის დღეს, 14 თებერვალს, ციხეში ხელი მოაწერა.
მართლაც, ხელმოწერის ცერემონია გუშინ პირდაპირ ციხეში, სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულებაში შედგა. წყვილის მეჯვარე სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა და ჟურნალისტი გიორგი ბერიძე იყვნენ. პატარძალს „მარიონელას“ სადედოფლო კაბა ეცვა. ლიკა ყაზბეგის განცხადებით, ის თავის რჩეულს – გიორგი ჯელაძეს, პატიმრობამდეც იცნობდა და ამ ფაქტს მათი ურთიერთობისთვის ხელი არ შეუშლია. წყვილი ჯვარს გიორგის ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაიწერს.
ლალი მოროშკინას შეფასებით, ეს არის „ციხის ადმინისტრაციისა და პატიმრების კოაბიტაცია“. მე-16 დაწესებულების დირექტორის განცხადებით, ქორწილი აღნიშნულ ციხეში პირველი შემთხვევაა.
![]() |
![]() |
![]() |
![]() |