რელიგია
ილია მეორე: „არ შეგეშინდეთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!“

1-patriaaarqq-relig1საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. კვირას, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მრევლს ქადაგებით მიმართა და აღნიშნა, რომ უსიამოვნება, რომელიც ამ დღეებში პრეზიდენტის გამოსვლის წინ მოხდა, მეტად სამწუხაროა.

უწმიდესის თქმით, ამის მიუხედავად, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ბოროტება იკურნება მხოლოდ სიყვარულით, ადამიანის ცხოვრება კი გამოცდაა – სიკეთე და ბოროტება, მწუხარება და სიხარული.

არ შეგეშინდეთ ამ მოვლენებისა. ეს ყველაფერი გაივლის და საქართველო აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ეშმაკს შურს ჩვენი, – ბრძანა პატრიარქმა და აღნიშნა, რომ ხშირად ადამიანი სხვებში ეძებს მტერს, როდესაც სინამდვილეში მტერი საკუთარ თავშია.

პატრიარქმა მრევლს მოუწოდა იმედით ყოფნა, სიკეთის კეთება და ეს სიკეთე და სიყვარული ათმაგად და ასმაგად დაგვიბრუნდება. „არ შეგეშინდეთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!“ – ბრძანა პატრიარქმა.