საზოგადოება
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გაერთიანებას პოლიტსაბჭო უხელმძღვანელებს

1-ocneba-sazogadddoe1საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს პოლიტსაბჭოს სხდომის წუხანდელი გადაწყვეტილებით, პარტიას თავმჯდომარე არ ეყოლება, თუმცა ეყოლება საპატიო თავმჯდომარე კოალიციის ლიდერის, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის სახით.

კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გაერთიანებას პოლიტსაბჭო უხელმძღვანელებს, რომლის შემადგენლობა შაბათს დაგეგმილ დელეგატთა შეკრებაზე გადაწყდება.

ყრილობამ უნდა მისცეს ხმა და დაუჭიროს მხარი პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას, ისევე, როგორც სარევიზიო კომისიისას. საპატიო თავმჯდომარედ ჩვენ განვიხილავთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. პარტიას, როგორც ასეთი, ცალკე თავმჯდომარე არ ეყოლება. ეყოლება პოლიტსაბჭო, რომელსაც აირჩევს ყრილობა, პოლიტსაბჭო შემდგომ თვისი რიგებიდან აირჩევს მდივანს. რაიმე კონკრეტულ კანდიდატურებზე არ შეგვიძლია საუბარი, ვიდრე ყრილობა არ მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ინფორმაციით, ყრილობაზე სხვა ბევრი ორგანიზაციული საკითხიც გადაწყდება. როგორც დავით საგანელიძემ აღნიშნა, დელეგატები 73 რაიონიდან ჩამოვლენ. ყრილობას მოწვეული სტუმრებიც დაესწრებიან.

პარტიის ყრილობა 16 თებერვალს, 15.00 საათზე, გაიმართება.