სამართალი
საქართველო, 14 თებერვალი, საქინფორმი. ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე დაკითხვაზე საოლქო პროკურატურაში გამოცხადდა. დაკითხვამდე არ გავრცელებულა ინფორმაცია, რა თემებთან დაკავშირებით აქვს კითხვები გამოძიებას გუბერნატორთან. თუმცა, როგორც დავით კირკიტაძე ვარაუდობს, უწყების თანახმად, „ეს არის სისხლის სამართლის საქმე, აღძრული სამუძაოს მაძიებლებთან დაკავშირებით“. საგამოძიებო უწყებაში მის დაბარებას იგი პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს.