უცხოეთი
საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. თბილისში ვიზიტად მყოფმა ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ და საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპისა და ევროიტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა 12 თებერვალს ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 20 მლნ ევროს გამოყოფის შესახებ, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების მომზადების პროცესს მოხმარდება.