საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. დღეს საქართველოს ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე არიან გამოძახებული.
ზემოაღნიშნულ ბრიფინგზე აღინიშნა, რომ „სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის“ ფარგლებში დასაქმებულ პირებს არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად წარმოებული წინასაარჩევნო აქტიურობისათვის მიიღეს.
„სექტემბერში ყველა მათგანს „ლიბერთი ბანკის“ შესაბამის ფილიალებში ხელფასის სახით დაერიცხათ 240 ლარი. სულ ამ პირებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან დარიცხულია 5 240 880 ლარი. საქართველოს ყველა რაიონში მოწმის სახით დაიკითხა 2 000-ზე მეტი პირი, რომელთა ჩვენებებით დადგენილია, რომ 21 837 მოქალაქეს სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის ფარგლებში არავითარი სამუშაო არ შეუსრულებია და მათ თანხა მიიღეს პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გაწეული აქტიური მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ბრიფინგზე საოლქო პროკურორმა ილია ჯალაღანიამ.
ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე – დღეს, 12:00 საათზე, ვანო მერაბიშვილი კი, 16:00 საათზეა დაბარებული.