საქართველო, 13 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ, 12 თებერვალს, ღამით, მოძრაობა „პატრიოტებმა“ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გაავრცელეს მიმართვა საქართველოს შს მინისტრისადმი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ადამიანი, რომელიც მუდამ გამოხატავს აგრესიასა და სიძულვილს, არის კონფლიკტური და აშკარად მიკერძოებული არ შეიძლება იყოს პოლიციის აკადემიის პრორექტორი ან საერთოდ მუშაობდეს რაიმე მნიშვნელოვან და ხელმძღვანელ თანამდებობაზე.
აქედან გამომდინარე მოვითხოვთ მიიღოთ მართებული და სწორი გადაწყვეტილება და გაანთავისუფლოთ ლუკა კურტანიძე მის მიერ დაკავებული (პოლიციის აკადემიის პრორექტორი) თანამდებობიდან.
მოძრაობა „პატრიოტები“
მიმართვას უერთდებიან:
„ახალი ხედვა საქართველო“
„უსაფრთხოება თავისუფლებისათვის“
„ქალთა ეროვნული კავშირი“
„თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი“
ამ მიმართვას ხელს ვაწერთ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები.
12.02.2013.“
რედაქციისაგან: ზემოაღნიშნულ მიმართვაზე ხელმოწერები ამ წუთამდეც გრძელდება. ამ დროისათვის პოსტს 54 მოწონება აქვს და 44-ჯერ არის გაზიარებული.