უცხოეთი
საქართველო, 12 თებერვალი, საქინფორმი. ავღანეთში ამერიკის ჯარის სარდლობამ ქვეყნიდან ამერიკული სამხედრო და არასამხედრო ქონების გატანა დაიწყო.
პაკისტანის ტერიტორიაზე ამერიკული კონტეინერები სატრანსპორტო კომპანია „ბილალ ასოშიეიტსმა“ „თორკჰამის“ სასაზღვრო პუნქტის გავლით ჩაიტანა. შემდეგ კი ტვირთი სახმელეთო გზით ყარაჩის პორტში გადაიტანეს.
ტვირთის პირველმა პარტიამ 25 კონტეინერი შეადგინა. სავარაუდოდ, ამ კვირაში ყარაჩიში კიდევ ერთი ასეთი სატრანსპორტო ქარავანი ჩავა.