უცხოეთი
საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი კაიროში ყოფნისას მეორედ დაექვემდებარა თავდასხმას სირიული ოპოზიციის მომხრეთა მხრიდან. აჰმადინეჯადი ერთ-ერთი ირანელი დიპლომატის სახლში საზეიმო მიღებაზე იმყოფებოდა, როცა მასთან აგრესიულად განწყობილმა მოქალაქემ მიირბინა, რომელიც უცნობია, როგორ აღმოჩნდა სტუმრებს შორის, და დაიყვირა: „სიკვდილი აჰმადინეჯადს, სიკვდილი ასადს!“