საქართველო, 8 თებერვალი, საქინფორმი. როგორც „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ საქინფორმს ატყობინებს, ორგანიზაცია მიმართვას უგზავნის საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მთავარ პროკურორს, ეკონომიკის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და პარლამენტის წევრებს, რომელიც შეეხება სააკაშვილის რეპრესიების მსხვერპლთათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებულ მდგომარეობას, რათა მიმართვის ადრესატებმა გაატარონ გარკვეული ღონისძიებები რეპრესიების მსხვერპლთათვის უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მიზნით.
როგორც მიმართვაშია აღნიშნული, დღემდე არ ხერხდება უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნება. ქონებრივუფლებადარღვეულ პირთა მცდელობა – მიაწვდინონ ხმა შესაბამის ორგანოთა პირველ პირებს, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება. ორგანიზაციის აზრით, ხელისუფლების ქვედა რგოლებში ჯერ კიდევ დარჩენილი ძველი საჯარო მოხელეები აგრძელებენ თავიანთ უკანონო საქმიანობას და ყველა ზომას იღებენ მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის კვალის დასაფარავად.
ამ ფონზე „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი“ მიმართვის ადრესატებს გამოსავალს სთავაზობს: