სამართალი
საქართველო, 7 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის ექს-მინისტრსა და შს ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის სასამართლო სხდომა დღეს, 14 საათზეა, დანიშნული, შესაძლოა, ბოლო ბრალდებაც – სამსახურებრივი გულგრილობა, მოეხსნას. ყოფილ მინისტრს 63 მლნ ფუჭი ვაზნის შეძენას ედავებიან. ადვოკატების თქმით, მათი შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში საქმე სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება.