სამართალი
იუსტიციის მინისტრმა თავის უმცროს მეგობარზე მზრუნველობის ვალდებულება აიღო

1-Tea-samarTaaa2საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პროექტში – „ჩემი უფროსი მეგობარი“ ჩაერთო. პროექტის ფარგლებში თეა წულუკიანი არასრულწლოვან გოგონას დაუმეგობრდა. ამიერიდან იუსტიციის მინისტრი თავის უმცროს მეგობარზე მზრუნველობის ვალდებულებას იღებს. თავისუფალი დროის დეფიციტის მიუხედავად, პროექტის მონაწილე სხვა ბენეფიციარების მსგავსად, თეა წულუკიანი არასრულწლოვან მეგობარს პერიოდულად შეხვდება. მინისტრი და მისი უმცროსი მეგობარი პროექტის ჯგუფურ აქტივობებშიც ჩაერთვებიან.

„ჩემი უფროსი მეგობარი“ საქართველოს გაეროს ასოციაციისა და იუსტიციის  სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელიც  2011 წლიდან ხორციელდება. ურთიერთობა მოხალისეობითია. პროექტში ჩართული ზრდასრული პირები უმცროს მეგობრებს პრობლემების დაძლევასა და საზოგადოებაში ინტეგრაციაში  ეხმარებიან.

პროექტის ერთ-ერთ მიზანს  მოზარდთა დანაშაულის პრევენცია წარმოადგენს. ორი წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში უფროსი მეგობარი ოცდასამმა არასრულწლოვანმა შეიძინა.