საზოგადოება
ლიტვის შსს-ის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს

1-litva-sazogaa1საქართველო, 6 თებერვალი, საქინფორმი. 4-7 თებერვალს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვიზიტით სტუმრობს ლიტვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია. ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ლიტვის რესპუბლიკას შორის ევროკავშირთან გაფორმებული რეადმისიის შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტების შეჯერების მიზნით კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების გამართვა.

საქართველოს მხრიდან აღნიშნულ კონსულტაციებსა და მოლაპარაკებებში ჩართულნი არიან შსს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები.

მოლაპარაკებებისა და შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შემდეგ ხსენებული ოქმისა და შეთანხმების ტექსტები მზად იქნება ხელმოსაწერად.