აქტუალური
საქართველო, 4 თებერვალი, საქინფორმი. გუშინ ცნობილმა მეცნიერებმა, კულტურისა და ხელოვნების მოღვაწეებმა რუსთაველის ძეგლთან გამოხატეს პროტესტი „თვითმარქვია პრეზიდენტის პარალმენტში მიწვევის გამო“... მკრეხელობა უწოდეს სააკაშვილის მოთხოვნას – დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს პარლამენტში გამოსვლის თაობაზე და მოუწოდეს საქართველოს მოქალაქეებს, 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, 12:00 საათზე, „ღირსების შეკრებაში“ მონაწილეობის თაობაზე:
„დავდგეთ ერთად მომავლის საქართველოსათვის! დავიცვათ საკუთარი და ქვეყნის ღირსება! გავაპროტესტოთ ვადაგასული და თვითმარქვია პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა!“
რუსთაველის ძეგლთან გამართული შეკრების მონაწილეებმა გამოთქვეს სურვილი, 8 თებერვალს, ზუსტად 12:00 საათზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ხალხმა ერთსულოვანი პროტესტი ავტომობილების სიგნალებით გამოხატოს.