უცხოეთი
საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. ერევნის ცენტრში თავდასხმა განხორციელდა სომხეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატზე – პარტია „ნაციონალური თვითგამორკვევის“ ლიდერ პარუირ აირიკიანზე.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები მუშაობენ. ინციდენტის დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
სომხეთის პარლამენტის სპიკერ ოვიკ აბრაამიანის განცხადებით, აირიკიანზე თავდასხმის შედეგად 18 თებერვლისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნები შესაძლოა, გადაავადონ.