საზოგადოება
საქართველო, 1 თებერვალი, საქინფორმი. დილიდან დედაქალაქში ყველა მიკროავტობუსმა მუშაობა განაახლა. მძღოლებმა გაფიცვა შეწყვიტეს და სამუშაოს დაუბრუნდნენ.
მისივე ინფორმაციით, დაყადაღებულ მიკროავტობუსებს „თი ბი სი“ ბანკმა ყადაღა მოუხსნა. ასანიძე განმარტავს, რომ მძღოლებსა და კომპანიას შორის 7-პუნქტიანი შეთანხმება შედგა. ამასთან, მძღოლებს საშუალება მიეცათ, 7 დღის განმავლობაში არ გადაიხადონ გადასახადი, რათა 7-დღიანი გაფიცვის პერიოდში მიღებული დანაკარგი აინაზღაურონ.
„საინიციატივო ჯგუფს მივეცით უფლებამოსილება, რომ თვეში ერთხელ შეიკრიბონ ჩვენთან, მათთან ერთად მიმდინარე პრობლემები განვიხილოთ და გადაწყვეტის გზები დავსახოთ, რომ მომავალში მსგავსი პრობლემები აღარ წარმოიქმნას“, – აღნიშნა ასანიძემ.
მძღოლების განცხადებით, ისინი პირობების შესრულებას 1 მარტამდე დააკვირდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციები უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს, რომლებსაც მუნიციპალური ტრანსპორტის წარმომადგენლებიც შეუერთდებიან.