აქტუალური
საქართველო, 1 თებერვლი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დელეგაცია იმყოფება. ამერიკული დელეგაციის ვიზიტის მიზანი თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის პროგრამების ფინანსური უზრუნველყოფის მიმოხილვა იყო. ამ მიზნით შეხვედრაზე მხარეებმა გასული და მომავალი წლების სამხედრო დახმარების პროექტები და მათი ფინანსური ასპექტები განიხილეს.