უცხოეთი
საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. რუსეთი წყვეტს აშშ-თან დადებული ხელშეკრულების მოქმედებას სამართალდამცავ საქმიანობაში თანამშრომლობის შესახებ ნარკოტიკების ბრუნვის სფეროში. ცნობა ამის შესახებ რფ-ის სამთავრობო საიტზე ვრცელდება.
ხელშეკრულების ფარგლებში, რომელსაც 2002 წლის 25 სექტემბერს მოეწერა ხელი, აშშ რეგულარულ ფინანსურ დახმარებას უწევდა რუსეთის ხელისუფლებას დამნაშავეობასთან ბრძოლისკენ მიმართული პროექტების სარეალიზაციოდ.
აშშ-ის მხარეს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეატყობინებს.