საქართველო, 31 იანვარი, საქინფორმი. ენერგეტიკის სამინისტროსა და ორგანიზაცია „მსოფლიოს გამოცდილება საქართველოს“ წარმომადგენლებს შორის დღეს მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც მინისტრმა კახა კალაძემ ენერგეტიკული სექტორის განვითარების სტრატეგიის შემუშავებაზე ისაუბრა.
მინისტრის განცხადებით, სამინისტრო 2 თვეა, მუშაობს ენერგეტიკის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიასა და ბალანსებზე. „დღეს გვქონდა ამ თემების საჯარო განხილვა... 2006 წლის შემდეგ საერთოდ არ გაკეთებულა და საერთოდ განხილულიც არ ყოფილა ენერგეტიკის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია“, – განაცხადა კალაძემ.
მურმან მარგველაშვილის, „მსოფლიოს გამოცდილება საქართველოს“ წარმომადგენლის, შეფასებით, ამ შეხვედრით დარგის სპეციალისტებს მიეცათ უპრეცედენტო შესაძლებლობა, სამინისტროსთან, დონორ ორგანიზაციებთან, სექტორის სპეციალისტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად წარმოჩენილიყო ენერგეტიკის სექტორში დაგროვილი პრობლემები.
კალაძის განცხადებით, ერთობლივი განხილვები და დისკუსიები მომავალშიც გაგრძელდება.