სამართალი
საქართველო, 30 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში გუშინ შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონთან.
გუშინ მინისტრი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტოსაც ეწვია. სააგენტოს დირექტორთან შეხვედრის დროს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გადაწყდა და დაიგეგმა, რომ წელს შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის 3 სხვადასხვა სახის ტრენინგი ჩატარდება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორთანაც.
შინაგან საქმეთა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1 თებერვალს დასრულდება.