მაია ფანჯიკიძე ოფიციალური ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრა

საქართველო, 30 იანვარი,
საქინფორმი. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი
მაია ფანჯიკიძე პოლონეთიდან, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ესტონეთში გაემგზავრა და იქ 30-31 იანვარს შეხვედრებს გამართავს ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ტალინში მაია ფანჯიკიძე ესტონეთის პრეზიდენტ თომას ჰენდრიკ ილვესსა და პრემიერ- მინისტრ ანდრუს ანსიპს, ასევე, თავის კოლეგა ურმას პაეტეს შეხვდება. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის ფარგლებში აღმოსავლური პარტნიორობის ცენტრსაც ეწვევა.